top of page

                                    ორთოდონტია

             სწორი (ორთოგნათიული) თანკბილვა ძალიან იშვიათია, დაახლოებით მოსახლეობის  10 %-ში  გვხვდება.  ამიტომ  თუ  თქვენ  გაქვთ    სწორი  თანკბილვა - თქვენ  ორთოდონტიულ უმცირესობას    ეკუთვნით!  

          ,,რატომაა აუცილებელი არასწორი თანკბილვის გასწორება?" და ,,რაიქნება, თუ ველაფერს როგორც არის ისე დავტოვებთ?" - ორი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რომელსაც უსვამენ ორთოდონტს კონსულტაცია

ზე, მას შემდეგ, რაც პაციენტს გამოუტანენ ,,განაჩენს".

                                           

                                                        რატომ უნდა მივმართოთ ორთოდონტს?

          დღეისათვის თამამი და ლამაზი ღიმილი წარმატებული ადამიანის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ორთოდონტიის წყალობით მკურნალობას არანაირი ასაკობრივი შეზღუდვები არ აქვს, შესაბამისად ნებისმიერ მსურველს გაილამაზოს საკუთარი ღიმილი შეუძლია მიმართოს ექიმ-ორთოდონტს. მკურნალობას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელმა მდგომარეობამ.

ისეთი მნიშვნელოვანი სტომატოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კბილების გასწორება, კბილთა მწკრივების დეფორმაციის გასწორება, თანკბილვის ნორმალიზაცია და მრავალი სხვა, ითხოვენ ექიმისაგან მაღალ იუველირულ სიზუსტეს და გამოცდილი პროფესიონალის ოსტატობას. ორთოდონტთან "გაცნობა" ჯობია დავიწყოთ პატარა ასაკიდან 3-4 წლიდან, ამ ასაკში უკვე ამოჭრილია ყველა სარძევე კბილი და ექიმს შეუძლია დაახლოებით ივარაუდოს თუ როგორი იქნება მისი თანკბილვა მომავალში.

ადრეულ ასაკში ექიმი-ორთოდონტი დაკავებულია არა თანკბილვის გასწორებით არამედ ახორციელებს კონტროლს, რათა სწორედ მოხდეს თანკბილვის ჩამოყალიბება და აუცილებლობის შემთხვევაში შეიტანოს კორექტივები. როდესაც ბავშვი წამოიზრდება ექიმი-ორთოდონტი შეძლებს ჩაატაროს სათანადო მკურნალობა თანკბილვის მოსაწესრიგებლად. მკურნალობის დაწყების წინ ექიმი სწავლობს მთელი ყბის აგებულებას, ხდება რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება. მხოლოდ აღნიშული კვლევების საფუძველზე ხდება მკურნალობის გეგმის შედგენა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში ექიმი-ორთოდონტი ახორციელებს  კონტროლს პაციენტის მდგომარეობაზე, დაფიქსირებულ სისტემაზე,  აგრეთვე პაცი

ენტს აძლევს რჩევა- დარიგებებს  ბრეკეტების ტარებასთან  დაკავშირებით. იშვიათობას  არ  წარმოადგენს  ზრდა სრული პაციენტების მომართვებიც.რთულ შემთხვევებში ასეთი მომართვები დაკავშირებულია ანატომიუ

რი წყობის დარღვევებთან, რომლებიც იწვევს ყბა-კბილთა სისტემის

ფუნქციის მოშლას, აგრეთვე სხვადასხვა კბილების ფუნქციურ გადატვირ

თვებს.  აღსანიშნავია, რომ ასეთი დარღვევები იწვევს კბილებზე

"ნახეთქების", ხანდახან კი ნაპრალების გაჩენას კბილებს შორის.

ადგილი აქვს კბილების ცვეთის ფაქტებს, აგრეთვე კბილების გაშიშვლებ

ას ყელის და  ფესვების მიდამოში. არის შემთხვევები, როდესაც კბილების

გასწორების მიზნით აუცილებელი ხდება კბილების ამოღება.

ორთოდონტიული მკურნალობის ჩვენებებს მიეკუთვნება ისეთი დარღვე

ვები, როგორიცაა თანკბილვის ანომალია, კბილების მჭიდრო დგომა, კბი

ლების დგომის დარღვევები და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლე

მების აღმოფხვრაში და მომხიბვლელი ღიმილის შეძენაში დაგეხმარებათ

ექიმი-ორთოდონტი.

   წყარო: http://orthodont.ge/ratom.htm

 

                           როგორ შევარჩიოთ ორთოდონტი? 


           სასურველია, რომ ბრეკეტები დააყენოს ორთოდონტმა, რომელსაც აქვს ამის სპეციალური უფლება (ლიცენზია, სერთიფიკატი) და სხვადასხვა სახის ორთოდონტიულ აპარატებთან მუშაობის გამოცდილება. ორთოდონტია სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც ექიმისგან მოითხოვს რეგულარულ ტრენინგებს და გადამზადებებს. თითოეულ ბრეკეტში არის გარკვეული ინფორმაცია თუ როგორ უნდა იდგეს კბილი კბილთა მწკრივში. გამოცდილ ორთოდონტს ჯერ კიდევ მკურნალობის დაგეგმარებისას შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს ისეთი ბრეკეტები, რომლებიც საჭიროა თქვენი კონკრეტული თანკბილვისათვის. ასევე აუცილებელია ბრეკეტის ზუსტი ფიქსაცია კბილის ზედაპირზე, 1/4 უზუსტობის შემთხვევაშიც კი შედეგი სასურველი ვერ იქნება.

ხშირად   დასმული   კითხვები   ორთოდონტიაში

 

                         რა ასაკში ჯობია ორთოდონტთან მისვლა?

 

     ორთოდონტთან მისვლის ოპტიმალური ასაკი არ არსებობს და სპეციალისტან მისვლა

გვიანიარასდროს არაა. თუკი თქვენს პატარას აღენიშნება არასწორითანკბილვა, მაშინ სასუ

რველია დროულად მიიყვანოთ ორთოდონტთან, რათაგაუსწოროთ კბილები სპეციალური

ფირფიტოვანი აპარატებით ან კაპებით, ბრეკეტების გარეშე. ბავშვების კბილების გასწორება

ბრეკეტ სისტემის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ 10-11 წლის ასაკამდე, როდესაც კბილები

უფრო დამყოლია  და მათი ადგილ მდებარეობის შეცვლა შესაძლებელია ფირფიტებით.

არიან პაციენტები, რომლებიც თავიანთ თანკბილვას ისწორებენ 50-60 წლის ასაკში.

სილამაზე, ხომ ნებისმიერ ასაკში მიმზიდველია და ნებისმიერ ადამიანს სურს ლამაზად გამოიყურებოდეს, თუნდაც ხნიერ ასაკში.

 

 

                                                                                                       რა დრო ჭირდება კბილების გასწორებას?
                                                                                        თანამედროვე ბრეკეტ-სისტემების და საბავშვო აპარატების გათვალისწინებით, საშუალოდ                                                                                               ერთი წლიდან 18 თვემდე. ეს ძალიან უხეში გამოთვლით, რადგან გასწორების პერიოდი                                                                                                     ყველას სხვადასხვა აქვს და არაა დამოკიდებული ბრეკეტ-სისტემაზე.

 

                                                                           

                                                                          როგორ ავირჩიოთ ბრეკეტ-სისტემა?

 

                                    ამისათვის უნდა იცოდეთ თუ რა გინდათ და მკურნალობის რომელ ვარიანტს

ირჩევთ. ბრეკეტების არჩევის ყველაზე კარგი საშუალებაა ორთოდონტთან ვიზიტი, იგი გაჩვენებთ

მის ხელთ არსებული ბრეკეტების ყველა სახეობას და მოგითხრობთ თითოეულ მათგანზე, მხოლოდ

ამის შემდგომ შეძლებთ გააკეთოთ გააზრებული არჩევანი.

 

                                                                                როგორ გავისწოროთ კბილები მალე?

 

                                                                            ნუ ეცდებით გასწორების დროის შემცირებას! არსებობს ჩარჩოები, რომლებიც ქმნიან მკვეთრ                                                                                              წარმოდგენას თანკბილვის მკურნალობის დროზე. თუკი თქვენ დროზე ადრე მოიხსნით ბრეკეტებს,                                                                                   არსებობს საშიშროება, რომ კბილები დაუბრუნდება საწყის პოზიციებს და მთელი მკურნალობა                                                                                            წყალში ჩაგეყრებათ.

 

                                                                                     რომელი ბრეკეტებია საუკეთესო?


                       ყველა ექიმისათვის, როგორც ყველა პაციენტისათვის საუკეთესო ბრეკეტზე წარმოდგენა

არის ინდივიდუალური. ვიღაცას სურს, რომ ბრეკეტები იყოს უჩინარი, მაშინ სასურველია პაციენტს

შეერჩეს ლინგვალური ბრეკეტები, ვიღაცას სურს ძვირფას მეტალებზე დამზადებული ბრეკეტები. ის

ბრეკეტები, რომლებიც თქვენ მოგწონთ, არის საუკეთესო მხოლოდ თქვენთვის.

 

                               რა გართულებებია ბრეკეტების მოხსნის შემდეგ?
 

თანამედროვე ბრეკეტ-სისტემების გამოყენებისას გართულებები არ გვხვდება. ძველი ბრეკეტების გამოყენებისას, რომლებიც უკვე აღარ იხმარება შესაძლოა აღინიშნოს: 1. კარიესი. 2. ნეგატიური ზეგავლენა კბილის ემალზე. 3. მკურნალობის არაეფექტურობა. დღეისათვის თანამედროვე   ბრეკეტების გამოყენებისას ამ გართულებებს თქვენ ვერ შეხვდებით!

 

                                                                      ხელის შემშლელი, ხომ არაა ბრეკეტები?


                                                                ბრეკეტები ქმნიან უმნიშვნელო დისკომფორტს, როგორც ნებისმიერი უცხო სხეული თუმცა მას მალევე                                                                         ეჩვევა პაციენტი.

                                                                                             

                                                                              რა როლი აკისრიათ ბრეკეტებს?


                                                                     ბრეკეტების როლი მხოლოდ ერთია – თანკბილვის გასწორება და სწორი და ლამაზი ღიმილის                                                                                     ფორმირება, რომელიც მთელი ცხოვრება შეგინარჩუნდებათ.

 

              http://orthodontge.com/           

 

    როგორ  ასწორებს  ბრეკეტები  კბილებს?! 

     ეს  30  წამიანი  ვიდეო  11  წლის  გოგონაზეა  და  სპეციალურად  არის  გადაღებული  იმისათვის,  რომ  დემონსტრაცია  მოახდინოს  თუ  რა  შეუძლია  ბრეკეტებს,    სულ  რაღაც  18  თვეში   ბრეკეტების  საშუალებით  კბილების  იდეალური  წყობა  მიიღწევა!

© 2023 «Потрясающая улыбка». Сайт создан на Wix.com

  • Страница Wix в Фейсбуке

  ჩვენ მუდამ მზად  ვართ თქვენთან    ერთად  განვიხილოთ  თქვენი პრობლემები და  ნუ   მოგერიდებათ,  დაგვირეკეთ    ან           მოგვწერეთ                                     Tel. 5 99 97 90 77

e-mail:

Tsitsinokurashvili7@yahoo.com

             Tel. 5 99 97 90 77
e-mail:Tsitsinokurashvili7@yahoo.com
bottom of page